ბავშვს პირობა მივეცი... - კლაუდიო მარკიზიომ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ პროფესიონალური კარიერა დაასრულა.

"ბავშვს პირობა მივეცი, რომელიც ოცნებობდა, ფეხბურთელი გამოსულიყო. ვთქვი, რომ ვითამაშებ მანამდე, სანამ ოცნების ასრულების საოცრებას ვიგრძნობ.

ბოლო თვეებში ჩემმა გონებამ და გულმა სხვადასხვა გრძნობა გადაიტანა და მე მივხვდი, რომ ჩემს პირობას ვეღარ შევასრულებდი.

არ ვწუხვარ და ოჯახის მადლობელი ვარ, რომელმაც წინდახედულობა მასწავლა", - დაწერა მარკიზიომ "ინსტაგრამში".

33 წლის მარკიზიოს ანგარიშზე იტალიის ნაკრებში ჩატარებული 55 შეხვედრაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული