იტალიაში ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელის, კლაუდიო მარკიზიოს სახლი შეიარაღებულმა პირებმა გაქურდეს.
კრიმინალური შემთხვევა ტურინის მახლობლად, ვინოვოში მოხდა. სწორედ ვინოვოში მდებარეობს "იუვენტუსის" საწვრთნელი ბაზა.
აგრეთვე ვინოვოში ცხოვრობს "იუვენტუსის" ზოგიერთი მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელიც. მათ შორისაა მარკიზიოც, რომელსაც უკვე დასრულებული აქვს საფეხბურთო კარიერა.
30 ოქტომბერს, საღამოს, დაახლოებით 19:30 საათზე. ყაჩაღები მარკიზიოს სახლში შეცვივდნენ. ოთხმა შეიარაღებულმა ადამიანმა სახლში შეაღწია და იარაღის მუქარით ძვირფასეულობის მიცემა მოითხოვა.
მარკიზიოს და მის ცოლს დიდი არჩევანი არ ჰქონდათ და სეიფი გააღეს. მარკიზიომ და მისმა მეუღლემ ყაჩაღებს ფული, ძვირფასეულობა,
საათები და დიზაინერული ტანისამოსიც კი მისცეს. დაყაჩაღებამ რამდენიმე წუთს გასტანა და შემდეგ კრიმინალები წავიდნენ.