"იუვენტუსის" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მცველ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ტურინულმა კლუბმა გაავრცელა.

"იუვენტუსი" რუგანის საზოგადოებისგან იზოლაციის ყველა ზომას მიიღებს, რათა დაავადების შემდგომი გავრცელება არ მოხდეს. კერძოდ, კლუბი ადგენს იმ პირთა სიას, რომლებსაც მასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.

ამ კვირაში იტალიის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეწყდა, ხოლო იტალიური კლუბების ევროტურნირებზე მონაწილეობა საფრთხის ქვეშაა.

რუგანი 8 მარტს "ინტერთან" მატჩისას სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დანიელე რუგანის! ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა იუვენტუსის ქართველ ფანებს!
barsa
06:34 12-03-2020
1

სიახლეები პოპულარული