beIN Sports-ის კორესპონდენტმა ტაკრედი პალმიერიმ თავის "თვითერზე" დაპოსტა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ გუნდს ამცნო, რომ არ აპირებს, იტალიაში უახლოეს დღეებში გამობრუნდეს.
მას შემდეგ, რაც სერია A შეჩერდა, პორტუგალიელი ოჯახთან ერთად სამშობლოში კერძო თვითმფრინავით და პორტუგალიის მთავრობის სპეციალური ნებართვის დადასტურების შემდეგ ჩაფრინდა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ავიაფრენები იტალიასა და პორტუგალიას შორის შეჩერებულია. მეტიც, "რომას" პორტუგალიამ უარი უთხრა, როცა იტალიური კლუბი ცდილობდა, ალტერნატიული გზა მოეძებნა სევილიაში ჩასაფრენად.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსი ტურინის "იუვენტუსის" მცველს, დანიელ რუგანის აღმოაჩნდა. ყველა, ვინც ფეხბურთელთან კონტაქტს
ამყარებდა, კარანტინში უნდა დარჩეს.