ბალოტელი სერია A-ს შეჩერებაზე: "იუვენტუსის" პირველ ადგილზე დაბრუნებას ელოდნენ

AutoSharing Option
"ბრეშიას" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კორონავირუსის გამო სერია A-ს შეჩერებაზე იხუმრა.

"ჩვენ სახლში უნდა დავრჩეთ. ხალხს არ ესმის, რა ხდება. ფეხბურთი მომენატრა, მაგრამ სახლში უნდა ვისხდეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, გარეთ გამოვალ და სილას გაგაწნავთ!

ისინი ელოდნენ, ვიდრე "იუვენტუსი" პირველ ადგილზე არ დაბრუნდებოდა და შემდეგ შეაჩერეს ტურნირი.

სერია A-დან არც ერთი გუნდი არ უნდა გავარდეს და სერია B-დან 2 გუნდი დაემატოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ 3 აპრილს ჩემპიონატი განახლდება", - წერს ბალოტელი "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული