"ბრეშიას" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კორონავირუსის გამო სერია A-ს შეჩერებაზე გაიხუმრა: "ელოდნენ, ვიდრე "იუვენტუსი" პირველ ადგილზე არ დაბრუნდებოდა და შემდეგ შეაჩერეს ტურნირი".
ყველამ იცის, რომ "იუვენტუსის" მფლობელ ანიელების ოჯახთან ურთიერთობის გაფუჭება იტალიაში არავის არ უნდა და "ბრეშიამ" უმალ გააკეთა ოფიციალური განცხადება.
"ბრეშია" ოფიციალურ დისტანცირებას ახდენ მარიო ბალოტელის განცხადებაზე - ლიგის "იუვენტუსისადმი" ჰიპოთეზურ, განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე. კერძოდ, ბალოტელიმ "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ ამ სეზონში ლიგა იტალიის ჩემპიონატის მოსაგებად "იუვენტუსს" ეხმარება. ასეთი განცხადებები კერძო ხასიათისაა და ჩვენს კლუბთან კავშირი არა აქვს".