"ატალანტას" ნახევარმცველმა ალეხანდრო გომესმა Football Italia-ს მოუყვა, თუ რა ხდება კორონავირუსის გამო ბერგამოში:
"გულშემატკივრებმა წესები უნდა დაიცვან. მხოლოდ სუპერმარკეტებია ღია, საქონელი ინტერნეტით შეგიძლიათ შეუკვეთოთ და სახლში მოგიტანენ.
ბერგამოში ქუჩაში არავინაა, საშინელებათა ფილმს ჰგავს. არ ვაჭარბებ. არგენტინიდან სისტემატურად ვიღებთ ცნობებს. კარგი იქნება ხალხმა უსაფრთხოების ზომების მიღება დაიწყოს. ჯერ ბოლომდე ვერ აღიქვამენ სიტუაციის მთელ სირთულეს.
ქალაქში 400 ადამიანია დაინფიცირებული. ყველა სახლში უნდა დარჩეს".