"ფიორენტინას" კიდევ ორი ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა

AutoSharing Option
მორიგი ცუდი სიახლე იტალიიდან...

"ფიორენტინამ" დაადასტურა, რომ უკვე მის სამ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს. ტესტზე დადებითი პასუხი მიიღეს: პატრიკ კუტრონემ და ჰერმან პესსელიამ, ასევე, ფიზიოთერაპევტმა სტეფანო დაინელიმ. ადრე ცნობილი გახდა, რომ გუნდის თავდამსხმელი დუშან ვლახოვიჩიც დაინფიცირებული იყო.

შეგახსენებთ, იტალია კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერაა. ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია, მრავალი სპორტსმენი იმყოფება კარანტინში, ასევე, ტურინის "იუვენტუსის" 100-ზე მეტი თანამშრომელი იზოლირებულია.

altტურინის "იუვენტუსის" 121 თანამშრომელი და პრეზიდენტი კარანტინში გადაიყვანეს

alt"იუვენტუსის" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული