"ფიორენტინამ" დაადასტურა, რომ უკვე მის სამ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს. ტესტზე დადებითი პასუხი მიიღეს: პატრიკ კუტრონემ და ჰერმან პესსელიამ, ასევე, ფიზიოთერაპევტმა სტეფანო დაინელიმ. ადრე ცნობილი გახდა, რომ გუნდის თავდამსხმელი დუშან ვლახოვიჩიც დაინფიცირებული იყო.
შეგახსენებთ, იტალია კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერაა. ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია, მრავალი სპორტსმენი იმყოფება კარანტინში, ასევე, ტურინის "იუვენტუსის" 100-ზე მეტი თანამშრომელი იზოლირებულია.
ტურინის "იუვენტუსის" 121 თანამშრომელი და პრეზიდენტი კარანტინში გადაიყვანეს
"იუვენტუსის" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა