იკარდის იტალიაში დაბრუნება მოუნდა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ მაურო იკარდის სეზონის დასრულების შემდეგ იტალიაში დაბრუნება უნდა. 

27 წლის ფორვარდი პსჟ-ში იჯარის წესით თამაშობს. პარიზულ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 70 მილიონი ევრო დაუჯდება. 

თუმცა არგენტინელმა თავის მეუღლე ვანდა ნარასთან ერთად გადაწყვიტა, რომ პარიზში აღარ დარჩეს და კარიერა სერია A-ში გააგრძელოს. იკარდი მზადაა ტურინის "იუვენტუსში" ან "ნაპოლიში" გადაბარგდეს, თუ მილანის "ინტერი" არ მოისურვებს მაუროს კლუბში დატოვებას.

altიკარდის პირველი პარიზული ჰეთ-თრიქი და 17 გოლი 19 მატჩში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული