"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელ რონალდოს მისმა საცოლემ, ჯორჯინა როდრიგესმა ოდა უძღვნა.
"შენი სიძლიერისა და სიმამაცისთვის მუდამ ჩვენი გმირი იქნები. იმისათვის, რომ გვიცავ დღითა და ღამით, ჩვენი მფარველი ანგელოზი იქნები. სიხარულის ჟამს ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი იქნები.
იმ დიადი სიყვარულისათვის, რომელსაც გვიძღვნი, შენი მაგალითისა და მხარდაჭერისთვის, ჩვენთვის მამაკაცთაგან საუკეთესო და უმნიშვნელოვანესი იქნები. გვიყვარხარ, მამა", - აქვეყნებს წერილ-მიმართვას ჯორჯინა "ინსტაგრამზე".