"იუვენტუსისა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა პაულო დიბალამ "ინსტაგრამით" ინფორმაცია გაავრცელა, რომ მას და მის მეგობარი გოგონას კორონავირუსი დაუდგინდათ.
"ყველას მოგესალმებით, უბრალოდ მინდოდა შემეტყობინებინა, რომ COVID-19-ის ტესტების შედეგები მივიღეთ. მე და ორიანას დადებითი შედეგები გვაქვს. საბედნიეროდ, ჩვენ იდეალურ სიტუაციაში ვართ. მადლობა თქვენი შეტყობინებებისათვის".
დიბალა "იუვეს" მესამე ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. ადრე ეს დაავადება მცველ დანიელე რუგანის და ნახევარმცველ ბლეზ მატიუიდის დაუდგინდათ.