პაოლო მალდინისა და მის შვილს კორონავირუსი დაუდგინდათ

AutoSharing Option
"მილანის" ტექნიკურ დირექტორ პაოლო მალდინისა და მის შვილს, დანიელს კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

"როსონერის" 51 წლის ექსკაპიტანს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულთან. მალე პაოლოს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.

პაოლოს უმცროსი შვილი, 18 წლის დანიელი, რომელიც "მილანის" ახალგაზრდული გუნდის თავდამსხმელია, ასევე დაინფიცირებულია.

ისინი თავს კარგად გრძნობენ, ორი კვირაა თვითიზოლაციაში იმყოფებიან, არავის არ ეკონტაქტებიან და კარანტინში გამოჯანმრთელებამდე დარჩებიან.

ამჟამად იტალიაში დაინფიცირებულია თითქმის 42 ათასი ადამიანი. პანდემიამ განსაკუთრებით ლომბარდია მოიცვა, რომლის დედაქალაქი მილანია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული