იბრაჰიმოვიჩი შეიძლება ზაფხულში დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა, ზაფხულში ფეხბურთელის კარიერა დაასრულოს, - ამ ინფორმაციას "გაძეტა დელო სპორტი" ავრცელებს.

"მილანში" დაბრუნების შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ს 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი 26 ტურის მერე სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბრას "როსონერი" კონტრაქტს 2021 წლის სეზონის ბოლომდე გაუგრძელებს და ის შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვს.

იბრაჰიმოვიჩი ადრე "აიაქსის", "იუვენტუსის", "ინტერის","ბარსელონასა" და "მანჩესტერის" ღირსებას იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული