იტალიური საფეხბურთო კლუბის, "ბრეშიას" პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ კორონავირუსის იტალიაში გავრცელების შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
"მე მხოლოდ შემდეგ სეზონზე ვფიქრობ. თასი, სკუდეტო... ლოტიტოს ("ლაციოს" მფლობელი) სკუდეტო უნდა? დაე, წაიღოს. ის დარწმუნებულია, რომ უძლეველი გუნდი ჰყავს და მივცეთ ამ აზრით სიამოვნების მიღების საშუალება.
თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამეები არსებობს. არა შეჯიბრებების განახლებაზე, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გადავრჩეთ. ფეხბურთს რაც შეეხება, ყველაფერი შემდეგი სეზონისთვის უნდა გადაიდოს, რეალობა ასეთია, ჯენტლმენებო.
ამ წელს თამაში აღარ შეიძლება. შემდეგ სეზონზე იფიქრეთ. ზოგს ჯერ კიდევ არ
ესმის, თუ რა ხდება და ეს ვირუსზე უარესია. სასწაულების აღარ მჯერა, თან უკვე დიდი ხანია", - თქვა ჩელინომ.
იტალიაში კორონავირუსით, დაახლოებით, 54 000 ადამიანი არის დაინფიცირებული. ინფექციისაგან, დაახლოებით, 5000 ადამიანი დაიღუპა. გასულ დღეს ვირუსის 5000 ახალი და გარდაცვალების 793 შემთხვევა დაფიქსირდა.
მომზადებულია gianlucadimarzio.com-ის მიხედვით
ამ ტემპის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მოჩანს საფეხბურთო სეზონის განახლება.
ვფიქრობ შეწყდება სეზონი და მომდევნო სეზონით განახლდება.