ზლატან იბრაჰიმოვიჩი მალე საფეხბურთო აგენტი გახდება

AutoSharing Option
"მილანის" 38 წლის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მალე საფეხბურთო აგენტი გახდება, - იტყობინება Calciomercato.

იბრაჰიმოვიჩი ზაფხულში ფეხბურთელის კარიერის დასრულებას აპირებს და უნდა თავისი აგენტის, მინო რაიოლას პარტნიორი გახდეს.

მართალია, მას სილვიო ბერლუსკონი თავის "მონცაში" იწვევს, რომელიც მომავალ სეზონში სერია B-ში იასპარეზებს, მაგრამ ქვედა დივიზიონში თამაში არ ხიბლავს.

იბრა იანვარში "მილანში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ შუა თითი ორივეს ერთად...
zura
10:15 26-03-2020
0

სიახლეები პოპულარული