რონალდომ 9.5 მილიონად Bugatti Centodieci შეიძინა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ 9.5 მილიონად Bugatti Centodieci შეიძინა, რომლის მხოლოდ 10 ეგზემლარია გამოშვებული.

რონალდოს აგრეთვე ფრანგული მარკის მანქანები Veyron და Chiron-ი ჰყავს.

Centodieci იტალიურად 110-ს ნიშნავს და ლიმიტირებულ სუპერკარ EB110-ს მიეძღვნა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გამოდიოდა. ავტომობილი აღჭურვილია 8-ლიტრიანი 16-ცილინდრიანი ძრავით, 100 კმ/სთ სიჩქარეს 2.4 წამში ანვითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარეა 380 კმ/სთ.

2019 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდომ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი Bugatti La Voiture Noire შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
რონალდუ ყველაფერში გამორჩეულია და საუკეთესო,ამიტომაც ყველაფერი საუკეთესო აქვს.მანქანებიც,თვითმფრინავიც,სახლებიც,სასტუმროებიც.აბა ზოგიერთი ჩანჩურასავით ხომ არ იცხოვრებს არაფერი რომ არ უხდებათ.მართალია ბევრი მტერიცა ყავს, ყველა დროის საუკეთესო გოლეადორს ნაკრებებში და ჩ.ლ-ში, გამორჩეულ მეგობარს,პატრიოტს,მეოჯახეს,ქველმოქმედს,ფიზიკურად და სულიერად ლამაზს,მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ პიროვნებას/200 მილიონი ინსტეგრამში/ მაგრამ "ცუდსა რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანიო" ნათქვამია.
მფრინავი კრიშტიანო მაინც სულ სხვაა
18:26 28-03-2020
6
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში იწყობა, არაა ბუგატი ფრანგული მარკა.
domenti
18:08 28-03-2020
0

სიახლეები პოპულარული