"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ 9.5 მილიონად Bugatti Centodieci შეიძინა, რომლის მხოლოდ 10 ეგზემლარია გამოშვებული.
რონალდოს აგრეთვე ფრანგული მარკის მანქანები Veyron და Chiron-ი ჰყავს.
Centodieci იტალიურად 110-ს ნიშნავს და ლიმიტირებულ სუპერკარ EB110-ს მიეძღვნა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გამოდიოდა. ავტომობილი აღჭურვილია 8-ლიტრიანი 16-ცილინდრიანი ძრავით, 100 კმ/სთ სიჩქარეს 2.4 წამში ანვითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარეა 380 კმ/სთ.
2019 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდომ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი Bugatti La Voiture Noire შეიძინა.