იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ კომენტარი გააკეთა კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე იტალიის ჩემპიონატის სავარაუდო განახლების შესახებ.
"შეხვედრების 3 მაისს განახლება შეუძლებელია. სერია A-ს გუნდებმა უკვე დაუშვეს შეცდომა, როცა მაშინ განაგრძეს თამაში, როცა შეწყვეტის დრო იყო. უნდა გაიგონ, რომ ახლა ეს აღარ მოხდება.
ხვალ უკვე გავაკეთებთ შეთავაზებას, რომ აპრილის ბოლომდე ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდეს. ეს ლიმიტი ვარჯიშებზეც იმოქმედებს, რომელსაც აქამდე არ ვეხებოდით, რადგან იმედი იყო, რომ ჩემპიონატის განახლების საშუალება გვექნებოდა. სპორტი ეს მხოლოდ ფეხბურთი არაა და ფეხბურთი მხოლოდ სერია A არ არის.