პირლო: "იუვენტუსის" დუბლების მწვრთნელობა არ მინდა - "ბარსელონა" მელის

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ "ბარსელონაში" მუშაობაზე გაიხუმრა.

ფაბიო კანავაროსთან "ინსტაგრამის" ეთერით საუბრისას მან აგრეთვე უარყო "იუვეს" დუბლების მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობა.

"ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობა? არა. მისმინე, მე ბევრი შემოთავაზება მაქვს. სერიოზულად, სამწვრთნელო შტაბი გამზადებული მყავს, ვინაიდან, შესაძლოა, უცხოეთიდან დამირეკონ.

"ბარსელონა" მელის. არა, არ მინდა პირველი არჩევანისას შევცდე, რამდენიმე შემოთავაზება მქონდა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული