ბერგამოს "ატალანტას" უკრაინელმა ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ კომენტარი იტალიაში კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებაზე გააკეთა.
"იტალიაში ორმა მედდამ თავი მოიკლა. ძალიან ძნელია ამდენი სიკვდილის ყურება. ყველაფერი, რასაც იტალიაზე წერენ - სიმართლეა. ასე რომ, დაეტიეთ სახლში! ვინც ფიქრობს, რომ კორონავირუსი ხუმრობაა, ის იდიოტია. ზღვის შესახებ არსებულ გადაცემებს მიადევნეთ თვალი, თორე ყველგან ნეგატივია", - განაცხადა მალინოვსკიმ "ინსტაგრამეთერში".
აღსანიშნავია, რომ იტალიელი მეცნიერების გარკვეული ნაწილი კორონავირუსის გავრცელების ბომბად "ატალანტასა" და "ვალენსიას" შორის გამართულ მატჩს მიიჩნევს.
მომზადებულია telegraf.com.ua-ს მიხედვით