იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახებს "ბრეშიას" 29 წლის თავდამსხმელ მარიო ბალოტელის.
"მონაცემებით, რომლებიც გააჩნდა და გააჩნია, ბალოტელი ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, მაგრამ ეს ეროვნულ გუნდში დასაბრუნებლად საკმარისი არ არის. ამ სეზონში არაფერი გაუკეთებია და ეს შესანიშნავად იცის.
ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, თუმცა ამისათვის უნდა ეცადო. 2012 წლის ევროპირველობის შემდეგ მარიოს დაბრუნებას ველით", - ციტირებს მანჩინის Sky Sport Italia.
ბალოტელი გასული წლის ზაფხულში "მარსელოდან" "ბრეშიაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ჩემპიონატის 19 მატჩში (16 ძირითად შემადგენლობაში) 5 გოლი
გაიტანა, 6 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო, კონტრაქტი კი კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.