"მილანის" ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი კორონავირუსისგან განიკურნა, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".
"როსონერის" 51 წლის ექსკაპიტანი სრულად გამოჯანმრთელდა და კლუბში მუშაობას შეუდგა.
რამდენიმე დღის წინ ვირუსისგან ასევე განიკურნა მისი შვილი დანიელ მალდინი, რომლის დებიუტი "მილანის" პირველ გუნდში ამ სეზონში შედგა. მან ვარჯიშიც დაიწყო.
იტალიაში პანდემიის 135 586 შემთხვევა დაფიქსირდა. 17 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
იტალიაში პანდემიის 135 586 შემთხვევა დაფიქსირდა. 17 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
დანიელ მალდინი: კორონავირუსი დავამარცხე
პაოლო მალდინი: მე და ჩემი შვილი ვირუსისგან ერთ კვირაში უნდა განვიკურნოთ