"ინტერი" სენსაციისთვის ემზადება: გუნდში მესისა და მომავალი მესის მოყვანას გეგმავენ

AutoSharing Option
როგორც ჩანს, მილანის "ინტერი" სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთი აქტიური გუნდი იქნება, რომელიც სუპერპროექტისთვის ემზადება. 

არგენტინული ტელეკომპანიის, TNT Sports-ის ჟურნალისტის ცნობით, მილანელები მზად არიან "ბარსელონას" 32 წლის თავდამსხმელის, ლიონელ მესის შეძენისთვის და მოლაპარაკებებს უახლოეს თვეებში დაიწყებენ. 

აღსანიშნავია, რომ "ინტერი", ასევე, "ველეს სარსფილდისა" და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ტიაგო ალმადუს ყიდვას აპირებს. ტიაგოს ბევრი მესისაც ადარებს. აქედან გამომდინარეა გუნდის ინტერესებიც ფეხბურთელისადმი, რამეთუ იტალიელებს ტიაგოს უნარებისა და შესაძლებლობების სჯერათ. 

მესის "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით,
გუნდის დატოვება უფასოდ უახლოეს ზაფხულში შეუძლია. 

altმორატი: მესის მოყვანა? ეს შესაძლებელია, თუ ტრანსფერში ამ ფეხბურთელს ჩართავენ




მკითხველის კომენტარები / 13 /
გაიგეთ რომ პრობლემა თვითონ მესიშია.ლიდერობა უნდა მაგრამ ბუნებით სუსტი და უქარიზმოა.რამდენი მწვრთვნელი შეიცვალა არგენტინის ნაკრებში შედეგი ნული.ასევეა ბარსაშიც.მაგრამ ავადმყოფ მესისტებს ამის აღიარება არ გინდათ.
ცუდ მოცეკვავეს კვერცხები უშლისო ხელს ნათქვამია
12:47 10-04-2020
0
ჩემი აზრით, ამ ზაფხულს არა მაგრამ თუ ეს კრეტინი ბართომეუ 2021-შიც აირჩიეს პრეზიდენტად, მაშინ მესი უნდა წავიდეს "ბარსა"-დან. არადა, მე პირადად პრეზიდენტად ლაპორტას ვისურვებდი, ხოლო მწვრთნელად მაგ დროს ჩავის - რაც თავისთავად მოიტანდა მესის დარჩენას და მისთვის კონტრაქტის 2-3 წლით გაგრძელებას
qomagi
23:53 09-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული