თუ პოგბა ვერ დაიბრუნა, "იუვენტუსი" ამ ფეხბურთელის ყიდვას ეცდება

AutoSharing Option
Calciomercato-ს ინფორმაციით, რომის "ლაციოს" სერბი ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, შესაძლოა ტურინის "იუვენტუსის" რიგებში აღმოჩნდეს.

ამ ტრანსფერის განხორციელება იმ შემთხვევაში გახდება რეალური, თუ ტურინელები "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ფრანგი ნახევარმცვლი პოლ პოგბას დაბრუნებას ვერ მოახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა 25 წლის სერბის ტრანსფერში თავიანთი ერთ-ერთი ფეხბურთელის ჩართვას აპირებს, ხოლო "ლაციოს" ბოსები სატრანსფერო თანხის სრულად გადახდას მოითხოვენ.

რომაელები მილინკოვიჩ-სავიჩს 100 მილიონ ევროდ აფასებენ და ფასდაკლების გაკეთებას არ აპირებენ. ნახევარმცველმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 4 გოლი გაიტანა. ერთ დროს კი, მილინკოვიჩ სავიჩი ბელგიურ "გენკში" თორნიკე
ოქრიაშვილის თანაგუნდელი იყო...

altოქრიაშვილი, ზარანდია, მილინკოვიჩ-სავიჩი, ნდიდი - სად არიან ფეხბურთელები, რომლებიც 2014 წელს "გენკის" წევრები გახდნენ

altტოპ 5-ის ლიგებში ფეხბურთელების ფასები 28%-ით შემცირდება - პოგბა 35 მილიონი ეღირება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული