ის კეთილი გიჟია - ამბობს ბალოტელიზე მისი ყოფილი თანაგუნდელი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ნახევარმცველმა რონი ლოპეშმა, რომელიც ზაფხულში "სევილიაში" გადავიდა, თავდამსხმელ მარიო ბალოტელიზე ისაუბრა.

"ბალოტელი სასაცილო ბიჭია. პირველი გოლი მისი პასით გავიტანე. ამიტომ ჩემს საფეხბურთო ისტორიაში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება. ის უბრალოდ გიჟია. ამას ყველა ხედავს. რასაც უნდა, იმას აკეთებს.

თუმცა, კარგი ამხანაგია, კეთილი და მხიარულია. მხოლოდ რამდენიმე დღე არ უნდოდა არავისთან დალაპარაკება და ვხვდებოდით, რომ თავი უნდა დაგვენებებინა", - აღნიშნა ლოპეშმა The Athletic-თან.