38 წლის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფეხბურთელის კარიერის დასრულებას არ აპირებს, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".
იბრაჰიმოვიჩმა თამაშისთვის თავის დანებება გადაიფიქრა, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია, "მილანში" დარჩება თუ არა.
ახლა ის შვედეთში "ჰამარბიუს" შემადგენლობაში ვარჯიშობს, რომლის აქციები ზაფხულში შეიძინა და თევზაობით იქცევს თავს.
ამ სეზონში ზლატანმა იტალიის ჩემპიონატის 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა.