იტალიის მთავრობა ჟურნალისტებს ფინანსურად დაეხმარება

AutoSharing Option
სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, იტალიის მთავრობამ ჟურნალისტებიც შეიყვანა იმ პროფესიათა ჩამონათვალში, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო ფინანსური პრობლემები შეექმნათ.

კარანტინის გამო ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა დაკარგა სამსახური და შესაბამისად, შემოსავალი. ისინი საკუთარი მოვალეობის შესარულებას თვითიზოლაციის პირობებში ვერ ახერხებენ. ასეთი ადამიანების დასახმარებლად იტალიის მთავრობა თვეში 600 ევროს გამოჰყოფს.

ნიშანდობლივია, რომ ეს შედეგი ჟურნალისტთა ასოციაციებისა და პროფკავშირების ერთობლივი მოქმედებით იქნა მიღწეული. მოსალოდნელია, რომ მედიასაშუალებების თანამშრომლები აღნიშნულ თანხებს უახლოესი თვეების განმავლობაში მიიღებენ.

მომზადებულია aipsmedia.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
იტალიელების ჯინაზე,ჩვენმა მთავრობამ განსაკუთრებულად დიდი ( დახმარება რას მიქვია, მათხოვრები კი არ არიან) წამახალისებელი ჯილდო უნდა მიართვან ინგებს,დაიანებს,ჟიჟებს,ემებს,ვახუიებს,ნიკებს,გაბუებს,აქუებს,მათ ცოლებს და მათ მიმდევრებს.ხალხი წელებზე ფეხს იდგამს.აბა! ასეა ეს!
დ.დ.
18:02 15-04-2020
0

სიახლეები პოპულარული