"უკრაინელი რამოსი" კალაძის გზაზე - "მილანს" "დინამოს" მცველის შეძენა სურს

AutoSharing Option
უკრაინული და იტალიური მედიაწყაროების მიხედვით, კიევის "დინამოს" ცენტრალურმა მცველმა დენის პოპოვმა, შესაძლოა, კარიერა "მილანის" რიგებში განაგრძოს.

გამოცემების ცნობით, "როსონერი" მატეო მუსაკიოს შემცვლელს ეძებს, რომელთანაც კონტრაქტზე შეთანხმება ვერ მოახერხა. კიეველებმა "მილანს" უკვე დართეს ნება ფეხბურთელთან მოლაპარაკების საწარმოებლად და უახლოეს ხანებში კლუბის წარმომადგენელი და მოთამაშის აგენტი შეხვდებიან ერთმანეთს. ტრანსფერის სავარაუდო ფასად 15 მილიონი ევრო სახელდება.

აღსანიშნავია, რომ პოპოვის მილანური გრანდის რიგებში გადასვლას ხელს "დინამოსა" და "მილანის" ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო უწყობს.

21 წლის პოპოვი, რომელსაც სამშობლოში "უკრაინელ
რამოსს" ეძახიან, ძირითად გუნდში წინა სეზონიდან მოყოლებული გამოდის. უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 3 ყვითელი ბარათი მიიღო. ბოლო მცველი (ფეხბურთელიც) კი, რომელიც კიევის "დინამოდან" "მილანში" გადავიდა, კახი კალაძე იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული