ნოიერი: 34 წლის ვარ და 5-წლიანი კონტრაქტის მოთხოვნა უტოპიაა

AutoSharing Option
მეკარე მანუელ ნოიერმა იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ "ბაიერნს" კონტრაქტის 5 წლით გაგრძელება მოსთხოვა.

"2011 წლიდან დაწყებული კლუბთან ყველა მოლაპარაკება მშვიდად მიმდინარეობდა. არასოდეს არ მომხდარა ინფორმაციის გადინება.

ახლა კი პრესამ მიმდინარე მოლაპარაკების დეტალები შეიტყო, რომელთაგან ბევრი სიმართლეს არ შეესაბამება. "ბაიერნი" ასეთი არ იყო.

იმდენ ხანს მინდა ვითამაშო, რამდენ ხანსაც ამის საშუალებას ჩემი ჯანმრთელობა მომცემს. ყველაზე მთავარი კი ნდობაა.

ცხადია, ხუთწლიანი კონტრაქტი უტოპიაა. 34 წლის ვარ და ვერ ვიწინასწარმეტყველებ, 39 წლის ასაკში როგორ ფიზიკურ ფორმაში ვიქნები. აი, რატომაა პრესაში ამის განხილვა უაზრობა.

ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ნდობის პირობებში მუშაობა, როგორც ფეხბურთელი და კაპიტანი კლუბის ერთგული ვარ", - განუცხადა ნოიერმა "ბილდს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა იბოდიალა? ვერაფერი გავიგე
Grisha
19 აპრილი 2020 14:20
2
ორიგინალში, გერმალურად მოუსმინე და მიხვდები რა. თარგმანში კარგად არ გამოვიდა
gia
19 აპრილი 2020 23:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული