"ბრეშიას" პრეზიდენტი მასიმო ჩელინო ამბობს, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.
"რამდენიმე დღე კალიარიში ვიყავი. იქამდე კი ბრეშიაში სამი კვირა კარანტინში ვიმყოფებოდი. საავადმყოფოში ანალიზები ჩავაბარე. პრესამ შეიტყო, რომ მე და ჩემს ქალიშვილს ვირუსი გვაქვს, ხოლო ჩემს ვაჟიშვილს - არა.
სიმპტომები მქონდა, ძალიან ვიღლებოდი და ძვლები მტკიოდა", - დაიჩივლა ჩელინომ "რეპუბლიკასთან".
ადრე ჩელინომ დაიმუქრა, რომ ჩემპიონატის განახლების შემთხვევაში, გუნდს თამაშის უფლებას არ მისცემს.
16 აპრილის მონაცემებით, იტალია პანდემიით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა - 175 ათასი დაინფიცირდა, 23 ათასი გარდაიცვალა, 44 ათასი კი გამოჯანმრთელდა.