"ატალანტას" მეკარე კორონავირუსისგან ვერ განიკურნა

AutoSharing Option
"ატალანტას" მეკარე მარკო სპორტიელოს კორონავირუსი 20 მარტს დაუდგინდა, მაგრამ ჯერ ისევ ვირუსითაა დაინფიცირებული, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".

სპორტიელომ განმეორებით ჩაიტარა კორონავირუსზე ტესტი, რომელმაც კვლავ დადებითი შედეგი აჩვენა.

სპორტიელო თავს კარგად გრძნობს და სახლში მკურნალობს, თუმცა უცნობია, როდის შეძლებს ვარჯიშის დაწყებას.

იტალიაში პანდემიის 187 327 შემთხვევაა დაფიქსირებული. 25 085 ადამიანი გარდაიცვალა, 54 543 კი გამოჯანმრთელდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული