კასანო: "იუვესთვის" ზიდანის მოყვანა წარსულში დაბრუნება იქნება

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა შემტევმა ანტონიო კასანომ ტურინის "იუვენტუსში" ზინედინ ზიდანის მთავარ მწვრთნელად მოყვანის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"ზიდანი შესანიშნავი ბიჭია, თუმცა ის ალეგრის ასლი გახლავთ. ხელმძღვანელობას სურს, რომ "იუვენტუსმა" საკუთარი სტილით ითამაშოს. და ისინი უბრალოდ დაუბრუნდებიან იმას, რაც წარსულში დატოვეს?

არც კი ვიცი, მოინდომებს კი ზიზუ "რეალის" "იუვენტუსის" სანაცვლოდ დატოვებას. ჩემი გადმოსახედიდან, მას პსჟ-ის ჩაბარება შეუძლია. რამდენსაც მოინდომებდა, იმდენის დახარჯვის შანსი ექნებოდა. თუმცა პსჟ მისთვის ნამდვილი გამოწვევა გახდებოდა, რადგან კლუბს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია", - განაცხადა კასანომ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული