ზემანი: ინსინიე "ნაპოლის" უკანასკნელი სიმბოლოა

AutoSharing Option
"რომას" ყოფილმა მწვრთნელმა ზდენეკ ზემანმა "ნაპოლის" თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე დაახასიათა.

"ჩემის აზრით, ლორენცო "ნაპოლის" უკანასკნელი სიმბოლოა. ის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია, ერთ-ერთი იმ მცირეთთაგანი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

ნამდვილი ნეაპოლელია. იმედია, თავის ქალაქში დარჩება, როგორც ეს ტოტიმ გააკეთა. სხვა საკითხია, რომ ფრანჩესკოს "რომაში" დარჩენა ეჭვქვეშ არასოდეს არ იდგა", - განუცხადა ზემანმა "კორიერე დელო სპორტს".

ამ სეზონში სერია A-ს 25 მატჩში ინსინიემ 5 გოლი (3 პენალტით) გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ