ალტაფინი: ლაუტარო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ფენომენი არ არის

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჟოზე ალტაფინი "ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესს ფენომენად არ მიიჩნევს.

"კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ფენომენი არ არის. მხოლოდ რონალდინიო, რონალდო, მესი და მარადონა ითვლებიან ასეთებად.

ლაუტარო ცუდი ფეხბურთელი არაა, თუმცა სხვა ტოპ-მოთამაშეების დონემდე ბევრი უკლია", - განუცხადა ალტაფინიმ "მუნდო დეპორტივოს".

დიდმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ლაუტაროს "ინტერში" დარჩენა ურჩია, რადგან მისი აზრით, "ბარსაში" სათადარიგოთა სკამის ხეხვა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული