"რეკორდის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო დღეს იტალიაში დაბრუნდება, ამავე გამოცემამ უარყო.
კრიშტიანომ კიდევ რამდენიმე დღით მადეირაზე დარჩენა გადაწყვიტა.
რონალდო ტურინიდან სამშობლოში დედის ავადმყოფობის გამო 3 მარტს გაფრინდა და მას შემდეგ იქ იმყოფება.
იტალიაში ჩასვლის შემდეგ რონალდოს ორი კვირა კარანტინში ყოფნა მოუწევს, სერია A კი, სავარაუდოდ, 27 მაისს განახლდება. ასე რომ, მას გუნდთან ერთად მოსამზადებლად ცოტა დრო დარჩება.