ტოტი: ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდება

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "რომას" ლეგენდა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი "ბრეშიას" 19 წლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი არის.

"ის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია. მე სანდროს "რომაში" რაც შეიძლება მალე გადმოყვანას ვცდილობდი, თუმცა, სამწუხაროდ, არ გამომივიდა.

ყველაფერს გავაკეთებდი ტონალის ხელში ჩასაგდებად. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდება. მას დიადი ფეხბურთელის ყველა თვისება აქვს: მას კარგი ტექნიკა აქვს, სწორად აზროვნებს, ყველა სიტუაციაში ძალიან ძლიერია", - თქვა ტოტიმ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტონალის გადაბირებით დაინტერესებული "ბარსელონაა".

მომზადებულია Football Italia-ს
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
რის სანდრო? რომელი ტონალი? ან ფეხბურთისა რა იცის ტოტიმ? ჩვენი ჩაკვე და ჯანო ყველაზე მაგარები არიან, ფეხმოტეხილებიც კი.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
17:14 01-05-2020
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული