იტალიის ნაკრებისა და "რომას" ლეგენდა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი "ბრეშიას" 19 წლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი არის.
"ის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია. მე სანდროს "რომაში" რაც შეიძლება მალე გადმოყვანას ვცდილობდი, თუმცა, სამწუხაროდ, არ გამომივიდა.
ყველაფერს გავაკეთებდი ტონალის ხელში ჩასაგდებად. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდება. მას დიადი ფეხბურთელის ყველა თვისება აქვს: მას კარგი ტექნიკა აქვს, სწორად აზროვნებს, ყველა სიტუაციაში ძალიან ძლიერია", - თქვა ტოტიმ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტონალის გადაბირებით დაინტერესებული "ბარსელონაა".
მომზადებულია Football Italia-ს
მიხედვით