იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ კორონავირუსისას ვარჯიშების განახლებაზე გააკეთა კომენტარი.
"ზოგიერთ უცნაურ ინფორმაციას გავეცანი, მაგრამ არაფერი შეიცვალა იმასთან დაკავშირებით, რასაც ყოველთვის ვლაპარაკობდი ფეხბურთზე: გუნდები ვარჯიშებს 18 მაისამდე დაიწყებენ. სეზონის განახლებაზე ჯერ ლაპარაკიც არ ყოფილა.
მაპატიეთ, ჯერ სპორტის სხვა სახეობებზე ვარ კონცენტრირებული - სპორტულ დარბაზებზე, ცეკვის ცენტრებსა და აუზებზე, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას", - განაცხადა სპადაფორამ.
იტალიაში ფეხბურთელებს ინდივიდუალურად ვარჯიშის ნებართვა 4 მაისიდან დართეს, ხოლო გუნდებს - 18 მაისიდან.