რანგნიკი "მილანში" საკადრო რევოლუციას დაიწყებს?

AutoSharing Option
"ლაიპციგის" ყოფილი მწვრთნელი რალფ რანგნიკი შეიძლება "მილანს" ჩაუდგეს სათავეში, თუმცა მოცემულ მომენტში ამას ხელს რამდენიმე ფაქტორი უშლის.

SportMediaset-ის ცნობით, 61 წლის სპეციალისტისთვის "როსონერიში" ტექნიკური დირექტორის, პაოლო მალდინისა და თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყოფნა პრობლემაა.

რანგნიკს არ აწყობს კლუბში მალდინი, რამეთუ უდიდესი ავტორიტეტია და მის გარეშე სატრანსფერო პოლიტიკას ვერ წარმართავს. ასევე არ შედის გერმანელის გეგმებში 38 წლის იბრაჰიმოვიჩის გუნდში დარჩენა.

ასე რომ, "მილანის" აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა მალდინისა და იბრაჰიმოვიჩის საკითხი რანგნიკის დანიშვნამდე უნდა გადაწყვიტოს.

როგორც ამტკიცებენ, რანგნიკი გუნდის სერიოზულად გადახალისებას გეგმავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აფსუს საწყალი მილანი ვის ხელშია და რა დღეშია....
გია
14 მაისი 2020 23:33
0
ეს ჯერ არ მოსულა და მალდინის გაშვება უნდა თანაც მილანიდან
თემური
05 მაისი 2020 22:50
0

სიახლეები პოპულარული