"მილანში" მონასტერი აირია - ბობანი წავიდა, მალდინი მიდის, რანგნიკი მოდის

AutoSharing Option
Sky Sport Italia და Corriere della Sera იტყობინებიან, რომ "მილანი" დიდი საკადრო ცვლილებების ზღვარზეა.

აღნიშნული გამოცემების მტკიცებით, კლუბი საფეხბურთო დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა დატოვა და ამის შესახებ ოფიციალურად 3 მარტს გამოაცხადებენ.

ორ დღეში როსონერის სპორტული დირექტორი პაოლო მალდინი დატოვებს და გუნდიდან წასვლას მეკარე ჯანლუკა დონარუმა და თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აპირებენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანელმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა "მილანთან" წინასწარ კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდს ზაფხულში ჩაიბარებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარ ზმანზეა ორივე
სააკაძე
08:45 03-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული