რონალდო ტურინში დაბრუნდა და ორკვირიან კარანტინში მოუწევს ყოფნა

AutoSharing Option
Football Italia-ს ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო ტურინში დაბრუნდა.

ის იტალიაში მადეირიდან 4 მაისს, საღამოს, კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. ახლა ორი კვირა კარანტინში მოუწევს ყოფნა, შემდეგ კი გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდოს თვითმფრინავი მადრიდში იყო და ფრენებზე შეზღუდვების გამო პორტუგალიაში გამგზავრებას ვერ ახერხებდა.

რონალდომ იტალია მარტში იმის გამო დატოვა, რომ მისმა დედამ ინსულტი გადაიტანა.

"იუვემ" ყველა ლეგიონერს ტურინში სასწრაფოდ დაბრუნება მოსთხოვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ise ramdeni adamiani ukurebs italiis hempionats da ratkmaunda iuves magis mugamhi, gmertma kargat amkopos, eg da kvela egeti profesionali,aba umagatot raa pexburti!
slava
19:02 07-05-2020
0
ამაზე ტრიპაჩა ადამიანი არ მინახავს.
როკი
16:57 05-05-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული