Football Italia-ს ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო ტურინში დაბრუნდა.
ის იტალიაში მადეირიდან 4 მაისს, საღამოს, კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. ახლა ორი კვირა კარანტინში მოუწევს ყოფნა, შემდეგ კი გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდოს თვითმფრინავი მადრიდში იყო და ფრენებზე შეზღუდვების გამო პორტუგალიაში გამგზავრებას ვერ ახერხებდა.
რონალდომ იტალია მარტში იმის გამო დატოვა, რომ მისმა დედამ ინსულტი გადაიტანა.

"იუვემ" ყველა ლეგიონერს ტურინში სასწრაფოდ დაბრუნება მოსთხოვა.