The National-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსმა" ლონდონის "ჩელსის" ოფიციალურად მიმართა იტალიის ნაკრების ნახევარმცველ ჟორჟინიოს ტრანსფერის თაობაზე.
წყაროს ცნობით, იტალიურმა გრანდმა ჟორჟინიოს სანაცვლოდ "არისტოკრატებს" 40 მილიონი ევრო შესთავაზა.
აქამდე ბევრჯერ დაიწერა ევროპულ პრესაში, რომ ჟორჟინიოს "იუვენტუსში" გადაყვანით ტურინელთა მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი პირადად არის დაინტერესებული. სწორედ მან წაიყვანა ნახევარმცველი "ჩელსიში" "ნაპოლიდან".
ჟორჟინიოს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში იტალიელმა "ჩელსის" მაისურით 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"იუვენტუსის" პრეზიდენტი: ჩვენ სეზონს აუცილებლად ჩავამთავრებთ
"ბარსელონამ" "ჩელსისთან" მოგებული ცნობილი ნახევარფინალი გაიხსენა და კომენტარებში ჯოჯოხეთი მოუწყვეს