იგუაინის და რაბიოს გარდა, "იუვენტუსში" ყველანი დაბრუნდნენ

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო ტურინიდან წასული თითქმის ყველა ფეხბურთელი "იუვენტუსში" დაბრუნდა.

Football Italia-ს ცნობით, საზღვარგარეთ მხოლოდ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო და თავდამსხმელი გონსალო იგუაინი იმყოფებიან.

"იუვეს" ფეხბურთელებმა ტესტები ჩააბარეს და ვარჯიშსაც შეუდგნენ, უცხოეთიდან დაბრუნებული ლეგიონერები კი ორკვირიან კარანტინში იმყოფებიან - რონალდო, ბლეზ მატუიდი, სემი ჰედირა, მატიას დე ლიხტი, ვოიცეხ შენსნი, დანილო, დუგლას კოსტა და ალექს სანდრო.

რაც შეეხება ფორვარდ პაულო დიბალას, ეპიდემიისგან ახლახან განიკურნა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული