კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონას" ნახევარმცველ ივან რაკიტიჩით "ლაციო" დაინტერესდა.
რომაული კლუბი მზადაა 32 წლის ხორვატს სამსეზონიანი კონტრაქტი შესთავაზოს. "ბარსელონა" მის 20 მილიონ ევროდ გაყიდვას აპირებს, თუმცა შეიძლება ფასი დააკლოს კიდეც.
თავად რაკიტიჩს გუნდის გამოცვლა არ სურს, უკიდურეს შემთხვევაში კი კარიერის "სევილიაში" გაგრძელების მომხრეა.
ამ სეზონში რაკიტიჩმა პრიმერას 21 მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამ სეზონში რაკიტიჩმა პრიმერას 21 მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.