სკანდალური ადრიენ რაბიო ტურინში დაბრუნდა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ნახევარმცველი ადრიენ რაბიო იტალიაში დაბრუნდა.

Goal.com-ის ჟურნალისტი რომეო აგრესტი იტყობინება, რომ ფეხბურთელი ტურინში ჩაფრინდა და გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებამდე ორკვირიან კარანტინში მოუწევს ყოფნა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ხელფასის შემცირების გამო უკმაყოფილო იყო და დედა არ უშვებდა.

ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელმა გაიხუმრა და "ტვიტერზე" დაწერა: "როდესაც გესმის, რომ ეს შენი გაფიცვის უკანასკნელი დღეა".

დიდის ამბით პსჟ-დან გადასულმა რაბიომ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატის 17 მატჩში გოლი ვერ გაიტანა, საგოლე გადაცემაც ვერ გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Ავტორ ეგ მცველია გოლის გატანა რავიი?!
Ვერე
08:38 14-05-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული