"იუვენტუსის" ყოფილი თავდამსხმელი, 45 წლის ალესანდრო დელ პიერო ლოს-ანჯელესში საავადმყოფოში მოხვდა.
მიზეზი კორონავირუსი არაა, მას თირკმელში კენჭის გამო გაუსაძლისი ტკივილი აქვს.
"აქამდე ვერ ვიჯერებ, რომ ასეთმა პატარა, 3-მილიმეტრიანმა კენჭმა შეიძლება ასეთი ტკივილი გამოიწვიოს", - წერს დელ პიერო "ინსტაგრამზე".
"აქამდე ვერ ვიჯერებ, რომ ასეთმა პატარა, 3-მილიმეტრიანმა კენჭმა შეიძლება ასეთი ტკივილი გამოიწვიოს", - წერს დელ პიერო "ინსტაგრამზე".
დელ პიერომ "იუვენტუსში" 1993-2012 წლებში 513 მატჩში 208 გოლი გაიტანა, შემდეგ კი ავსტრალიის "სიდნეისა" და ინდოეთის "დელი დაინამოსში" თამაშობდა. ის ახლა აშშ-ში ცხოვრობს.