ტიმო ვერნერი "ინტერში" გადასვლისთვის მზადაა

AutoSharing Option
"ლაიპციგის" თავდამსხმელი ტიმო ვერნერი მზად არის კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს. ადრე 24 წლის ფეხბურთელი იტალიის სერია A-ში თამაშზე უარს ამბობდა, თუმცა, როგორც ჩანს, აზრი შეიცვალა.

ვერნერის ტრანსფერი იმ შემთხვევაში გახდება რეალური, თუკი მილანელები ლაუტარო მარტინესს გაყიდიან, რომლის შეძენას კატალონიის "ბარსელონა" ყველა შესაძლო გზით ცდილობს.

ტიმოსთვის ბრძოლაში ფავორიტი "ლივერპულია". აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის სამსახურით ასევე დაინტერესებულნი არიან: მიუნხენის "ბავარია", ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი".

ვერნერისა და "ლაიპციგის" შრომითი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი, სატრანსფერო ღირებულება კი 64 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე
სეზონში ტიმომ 37 მატჩში 27 გოლის გატანა და 12 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული