Sky Sport Italia-ს ცნობით, "ლაციო" მწვრთნელ სიმონე ინძაგისთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.
რომაული კლუბი მას 3-სეზონიან ხელშეკრულებას და წლიურ გასამრჯელოდ 2.5 მილიონ ევროს შესთავაზებს.
ინძაგის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სეზონური ხელფასი კი 2 მილიონია.
სიმონეს ხელმძღვანელობით "ლაციომ" თასი მოიგო, ჩემპიონატზე კი ლიდერ "იუვენტუსს" 1 ქულით ჩამორჩება.